LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford აშშ-ში 741 ათასზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს

106
1098x1098

Ford-მა აშშ-ში 741 195 ავტომობილის გაწვევა გამოაცხადა. მიზეზი ტრანსმისიის სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზია, რომლის გამოც ავტომობილი „პარკინგის“ (P) რეჟიმში გადაყვანის შემდეგაც შეიძლება თავისით დაიძრას.

გაწვევა შეეხება 2018-2021 წლის მოდელის Ford Expedition-სა და Lincoln Navigator-ს, 2020-2021 წლების Ford Explorer-სა და Lincoln Aviator-ს, ასევე 2021 წლის Ford F-150 პიკაპებს.

სერვისცენტრებში ავტომობილებს უფასოდ განუახლებენ პროგრამულ უზრუნველყოფას, შეამოწმებენ ტრანსმისიის კომპონენტებს და საჭიროების შემთხვევაში დაზიანებულ ნაწილებსაც შეცვლიან.

ამასთან, Ford-მა კიდევ ერთი გაწვევაც გამოაცხადა, რომელიც 36 046 Ford Bronco-ს ეხება. ამ შემთხვევაში პრობლემა ბორბლების თაღების გაფართოების ელემენტების არასაიმედო დამაგრებაა – მოძრაობისას მათი მოშორება ავარიის რისკს ზრდის. დილერები ავტომობილებს შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში სამაგრებს უფასოდ შეაკეთებენ ან შეცვლიან.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები