LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა ახალი ავტომობილების ხარისხით პირველი ადგილი დაიკავა, მიუხედავად მილიონობით ავტომობილის გაწვევისა

111
1098x1098

Ford-მა, რომელმაც მხოლოდ 2026 წლის პირველ ნახევარში აშშ-ში 11 მილიონზე მეტი ავტომობილი გაიწვია, J.D. Power-ის ახალი ავტომობილების ხარისხის რეიტინგში მაინც პირველი ადგილი დაიკავა. კომპანიამ გასული წლის ლიდერი Nissan ჩამოიტოვა, ხოლო პრემიუმ სეგმენტში ლიდერობა Porsche-მ მოიპოვა, რომელმაც Lexus-ს გადაასწრო.

რეიტინგი როგორც წესი, ავტომფლობელების გამოკითხვის საფუძველზე დგება ხოლმე და აფასებს, რამდენი პრობლემა ფიქსირდება 100 ახალ ავტომობილზე ექსპლუატაციის საწყის პერიოდში.

კვლევის მიხედვით, Ford-ს 100 ავტომობილზე საშუალოდ 152 პრობლემა დაუფიქსირდა, რაც გასულ წელთან შედარებით 41 პუნქტით უკეთესი შედეგია. მეორე ადგილზე Nissan გავიდა 156 ქულით, ხოლო მესამე პოზიცია Buick-მა 162 ქულით დაიკავა.

პრემიუმ ბრენდებს შორის საუკეთესო შედეგი Porsche-მ აჩვენა – 138 პრობლემა 100 ავტომობილზე. მეორე ადგილი Genesis-მა (151) დაიკავა, რომელმაც გასულ წელს მხოლოდ მე-10 პოზიციაზე დაასრულა რეიტინგი. მესამე ადგილზე კი შარშანდელი ლიდერი Lexus აღმოჩნდა 156 ქულით.

ყველაზე სუსტი შედეგები ოფიციალურ რეიტინგში Audi-მ, Cadillac-მა, Volkswagen-მა და Infiniti-მა აჩვენეს. 100 ავტომობილზე 200-ზე მეტი პრობლემა დაუფიქსირდათ ასევე Chrysler-სა და Rivian-ს, თუმცა ეს ბრენდები არაოფიციალურ კატეგორიაში შეფასდნენ.

J.D. Power-ის ანალიტიკოსების შეფასებით, 2026 წელს ახალი ავტომობილების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. საშუალოდ პრობლემების რაოდენობა ერთ ავტომობილზე 192-დან 175-მდე შემცირდა, რაც 1997 წლის შემდეგ საუკეთესო წლიური პროგრესია.

ყველაზე დიდი გაუმჯობესება დაფიქსირდა სალონის ხმის იზოლაციაში, აწყობისა და მოპირკეთების ხარისხში, მძღოლის დამხმარე სისტემების მუშაობასა და ელექტრომობილების სვლის მარაგში. ერთადერთი მიმართულება, სადაც მომხმარებელთა უკმაყოფილება გაიზარდა, მულტიმედიური სისტემები აღმოჩნდა.

<