LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi ქროსოვერ Audi Q2-ის სპორტულ მოდიფიკაციას გამოუშვებს

50

კომპანია Audi ავტომობილის Q2-ის ახალ, სპორტულ მოდიფიკაციას გამოუშვებს. სპეცვერსიის სახელი იქნება Edition #1. Q2-ის განახლებული ვერსია სტანდარტული ვერსიისგან ფორმით და ტექნიკური მახასიათებლებით განსხვავდება. მისი სხეული მუქ ნაცრისფერში, ხოლო ბამპერი შავ ფერში იქნება გადაწყვეტილი.

Q2 აღჭურვილი იქნება 19 დიუმიანი დისკებით, ხოლო ძრავი ხუთი ვარიანტის სახით იქნება წარმოდგენილი:

1 – ბენზინის 1, 1.4 და 2.0 ლიტრიანი და 2 – დიზელის 1.6 და 2.0 ლიტრის ტევადობის ვარიანტებით.

გადაცემათა კოლოფი ექვსსიჩქარიანი მექანიკით და შვიდსიჩქარიანი რობოტით განისაზღვრა. ახალი მოდელის ფასები ქვეყნების მიხედვით განსხვავებული იქნება. ევროპაში მისი ფასი 22 000 ევროდან 24 900 ევრომდე იმერყევებს და იგი ბაზარზე 2017 წლის დასაწყისისკენ გამოჩნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები