LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi-ს დასამუხტად მხოლოდ 12 წუთი დასჭირდება

58

ელექტრონულ Audi-ს დასამუხტად მხოლოდ 12 წუთი დასჭირდება. გერმანული ავტომწარმოებლის ელექტრონული მოდელები, ენერგიის შევსებას რეკორდულად მცირე დროში შეძლებენ, თუმცა ეს შედეგი მხოლოდ 2020 წლიდან მიიღწევა. პირველი ავტომობილი კი რომელიც 350 კილოვატ საათიანი სიძლიერის ელემენტს მიიღებს – ოთხკარიანი „გრანდ-ტურერი“ e-Tron GT გახდება.

მოგვიანებით კი განახლებას Porsche Tayacan-იც მიიღებს და მოდელი 400 კმ-ს გასავლელ ენერგიას სულ რაღაც 15 წუთში შეავსებს ხოლმე. ხოლო, რაც შეეხება ცოტა ხნის წინ წარმოდგენილ Audi e-Tron-ს- მას საშუალება ექნება, რომ 80%-მდე დამუხტვა სულ რაღაც ნახევარ საათში შეძლოს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლისთვის დასამუხტი სადგურების რაოდენობაც გაიზრდება და მხოლოდ ევროპის მასშტაბით 400 ახალი სადგურის გახსნა იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები