LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორ გამოიყურება Porsche-ს პირველი ელექტროქარი

239
porshetc

ინტერნეტში Porsche Tayacan-ის პაპარაცული კადრები გავრცელდა. მოდელი ბრენდის ისტორიაში პირველი ელექტროქარი იქნება, ამიტომ მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია.

ავტომობილის სალონი კონცეპტ-ქარის Mission E-ს სტილშია შესრულებული. მას თითქმის ანალოგიური წინა პანელი და ელექტრონული სისტემები აქვს. სიახლის მსოფლიო პრემიერა სექტემბერში, ფრანკფურტის მოტოშოუზე შედგება.

„ტაიკანი“ ორ მოდიფიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი. მოდელის ტოპ-ვერსია 600 ძალის ძრავს მიიღებს და პირველი „ასეულის“ განვითარება 3,5 წამში შეეძლება. 200კმ/სთ-მდე ასეთი ავტომობილი 12 წამში აჩქარდება.

აღსანიშნავია, რომ Porsche-მ უკვე 20 ათასზე მეტი წინასწარი შეკვეთა მიიღო და ელექტროქარის ფასი 100 ათასი ევროა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები