LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi შუქნიშნების ქსელში ჩაერთო

12

კომპანია Audi-მ პირველმა შეძლო ავტომობილისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის ერთმანეთთან დაკავშირება. როგორც გერმანული ბრენდის პრეს სამსახური იუწყება, ლას ვეგასში ამუშავდა სერვისი, რომელიც შუქნიშნებთან ურთიერთობს, თუმცა ეს ”ბედნიერება” ამ ეტაპზე მხოლოდ A4-სა და Q7-ს აქვთ.

შუქნიშნების შესახებ მიღებული ინფორმაცია ტრანსპორტის ნაკადის ოპტიმიზირებას, დროის ეკონომიას და გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებას განაპირობებს.

საგზაო მოძრაობის მართვის მუნიციპალური ცენტრები შუქნიშნების შესახებ ინფორმაციას პარტნიორს Audi-ს გაუგზავნის, Traffic Technology Services-ის საშუალებით კი მონაცემები რეალურ დროში გადამუშავდება და მოწყობილობათა ვირტუალურ პანელზე მძღოლი დაინახავს შეძლებს თუ არა მომავალ შუქნიშანზე მწვანეზე გაიაროს.

”ჩვენს მიერ ჩატარებული ცდებისას, იმ ავტომობილების  რაოდენობა, რომლებსაც სრულად უწევდათ დამუხრუჭება, 20%-ით შემცირდა. ასევე, საწვავის ხარჯმა 15%-ით დაიკლო”, – განმარტა პროექტის მენეჯერმა მიხაილ ცვეკმა.

მომავალში სისტემა აშშ-ს სხვა ქალაქებში და ევროპაშიც ამუშავდება.

”მძღოლებს საკუთარი საქციელის კორექტირება სიტუაციისდა მიხედვით შეეძლებათ და საქალაქო ტრასნპორტის ნაკადში უფრო კომფორტულად და რაციონალურად იმოძრავებენ”, – განაცხადა ელექტრონული სისტემების განყოფილების Audi AG-ის ხელმზღვანელმა ანდრეას რაიხმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები