LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi შვიდ წელიწადში 20 ელექტრო მოდელს წარმოადგენს

115

უახლოესი შვიდი წლის განმავლობაში კომპანია Audi გეგმავს 20 ახალი ელქტროავტომობილი გამოუშვას. ამასთან, ამ ვადისთვის მწარმოებელი 800 000 ელექტრომობილისა და ჰიბრიდის გაყიდვას ყოველწლიურად გეგმავს. კომპანია განვითარების ამ სტრატეგიას Audi.Vorsprung.2025-ს უწოდებს.

მომავალი სიახლეების რიცხვში შევა ელექტრო ყველგანმავალი e-tron, რომელიც ბაზარზე პირველი გამოჩნდება. მას კუპე ქროსოვერი e-tron Sportback მოყვება, 2020 წლისთვის კი დღის სინათლეს სუპერქარი e-tron GT იხილავს, რომელზეც Audi Sport-ის განყოფილება მუშაობს.

სამოდელო რიგის ელექტროფიკაციისთვის, ასევე მართვის ავტონომიური სისტემების შემუშავებისთვის და ახალი ტექნოლოგიებისთვის კომპანია Audi 40 მილიარდ ევროს დახარჯავს.

ახალი სტრატეგიის თანახმად, 2021 წლისთვის Audi-ის პირველი უპილოტო ავტომობილიც უნდა გამოჩნდეს. მოდელს კონცეპტ-ქარ Aicon-ის ბაზაზე ააწყობენ. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც პოზიციონირდება როგორც საქალაქო შატლი, თავდაპირველად კომპანიის სატესტო პარკში გამოიცდება, მოგვიანებით კი სერიაშიც ჩაუშვებენ.

გარდა ამისა, Audi-ს ელექტრომობილების განვითარების გეგმაში BMW-სთან, Daimler-თან და Ford-თან ერთად დასატენ სადგურებზე Ionity მუშაობს. 150 კილოვატიანი სადგურების საშუალებით მარკის პირველი ელექტრომობილი e-tron 30 წუთში დაიტენება. მისი სვლის მარაგი 400 კილომეტრია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები