LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi სინთეტიკურ საწვავს გამოუშვებს

31

გერმანული ავტომწარმოებელი Audi, ფირმა Ineratec-თან თანამშომლობით, რომელიც ქიმიურ რეაქტორებს აწარმოებს და ენერგეტიკულ კომპანია Energiedienst AG-სთან ერთად, ქარხანას ააშენებს, სადაც სინთეტიკური დიზელის საწვავის წარმოება მოხდება.

e-diesel-ის პირველი პარტია უკვე 2018 წელს გამოჩნდება, ქარხნის სიმძლავრე კი წელიწადში 400 000 ლიტრი იქნება.

საპილოტე პროექტს შვეიცარიაში, ლაუფენბურგში ჩაუშვებენ. სინთეტიკური საწვავის შესაქმნელად კომპანია ჰიდროენერგეტიკისა და ქიმიის სფეროში უკანასკნელ მიღწევებს გამოიყენებს. e-diesel-ის წარმოების პროცესი წყლის ელექტროლიზის შედეგად მიღებულ წყალბადსა და ატმოსფეროსგან, ან ბიოგენური აირებისგან მიღებული წყაბადისა და CO2-ის ქიმიურ რეაქციას მოიცავს.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ასეთი საწვავი უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი. ამასთან, CO2 ნეიტრალურია და არანაირ მავნე ნივთიერებას არ გამოყოფს. e-diesel-ის გარდა, Audi ასევე სინთეტიკური ბენზინის წარმოების შესაძლებლობაც იკვლევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები