LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე  ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტის, აირტონ სენას სადებიუტო ბოლიდი გაიყიდება 

119
1428x1428 (1)

აუქციონის სახლი RM Sotheby’s გასაყიდად გამოიტანს ბრიტანული გუნდის Toleman Motorsport ფორმულა 1-ის ბოლიდს. მიუხედავად იმისა, რომ თავად გუნდმა დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია, მოდელი TG183B განსაკუთრებულია – სწორედ ამ მანქანით დაიწყო კარიერა მომავალმა სამგზის ჩემპიონმა აირტონ სენამ.

აუქციონზე მანქანის სავარაუდო ფასი 2,8-დან 3,8 მილიონ ევრომდე იქნება.

1983 წელს ფორმულა 3-ის ბრიტანული ჩემპიონატის მოგების შემდეგ, სენა ცდილობდა ფორმულა 1-ში რამდენიმე წამყვან გუნდში გადასვლას, მათ შორის იყო Lotus, McLaren, Williams და Brabham. თუმცა, საბოლოოდ კონტრაქტი მხოლოდ Toleman-თან გააფორმა.

მისი დებიუტი შედგა ბრაზილიის გრან-პრიზე, თუმცა რბოლა ტექნიკური პრობლემის გამო ვერ დაასრულა. უკვე შემდეგ ეტაპზე, სამხრეთ აფრიკაში, სენამ კარიერაში პირველი ქულა მოიპოვა.

ტექნიკური დეტალები
შასი: TG183B (1983)
ძრავა: 1.5 ლიტრიანი ტურბო „ოთხცილინდრიანი“
სიმძლავრე: დაახლოებით 600 ცხენის ძალა
კონსტრუქტორი: Rory Byrne

რამდენიმე წლის განმავლობაში ბოლიდი გუნდის საკუთრებაში იყო, შემდეგ კი 1992 წელს ამერიკელ კოლექციონერს მიჰყიდეს. მოგვიანებით მანქანა სრულად აღადგინეს და 2017 წლიდან დიდ ბრიტანეთში ინახება.

აუქციონის წარმომადგენლების თქმით, ბოლიდი არა მხოლოდ სენას დებიუტის სიმბოლოა, არამედ გამოირჩევა მრავალი ორიგინალური დეტალითაც, რაც მის საკოლექციო ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები