LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე იყიდება სპორტქარი, რომელიც ფორმულა ერთის მრბოლელის საკუთრება იყო

81

აუქციონის სახლი Silverstone Auctions ყიდის სპორტქარს სახელად Iso Grifo, რომელიც მოტორბოლაში მსოფლიოს ცხრა გზის ჩემპიონსა და ფორმულა ერთის პილოტს, მაიკ ჰეილვუდს ეკუთვნოდა.

Iso Grifo იშვიათი, ძვირფასი და დასაფასებელი ავტომობილია. 1965 წლიდან 1974 წლამდე ქალაქ ბრესოს ფაბრიკამ, რომელიც მილანთან ახლოს მდებარეობს, სულ 400 სპორტქარი ააწყო. ავტომობილები ჩვეულებრივ მდგომარეობაში 150 000 ფუნტს სტერლინგად იყიდება.

თუმცა, ამ კონკრეტული სპორტქარისგან 220-დან 260 000 ფუნტ სტერლინგამდე ელიან, რადგან ის სახელგანთქმულ ბრიტანელ მრბოლელს, მაიკ ჰეილვუდს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, ეს ავტომობილი ერთ ერთია იმ 26-დან, რომელსაც მარჯვენა საჭე აქვს.

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც ავტომობილს თან ახლავს, ირკვევა, რომ ის 1966 წლის დეკემბერშია აწყობილი და ე.წ. „პირველ სერიას“ განეკუთვნევა. ისევე როგორც პირველი სერიის სხვა ავტომობილებს, მასაც Chevrolet-ს 5,3 ლიტრიანი V8 ძრავი აქვს.

ცნობილია, რომ ამ ავტომობილით, საქარხნე ნომრით 081/D ჰეილვუდი თავდაპირველად სამხრეთ აფრიკაში დადიოდა, 1970 წელს კი დიდ ბრიტანეთში გადაიტანა. ავტომობილის დანარჩენი ცხოვრება დიდი რაოდენობით დოკუმენტებშია აღბეჭდილი. აუქციონის ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ ავტომობილი სერიოზულ ავარიაში არასოდეს მოხვედრილა.

იტალიური ფირმა Iso 1939 წლიდან არსებობს, ის მაცივრებს უშვებდა. ომის შემდეგ Isetta-ს მოტოეტლების წარმოება დაიწყო, რომელიც ფირმის დამაარსებელმა, რენცო რივოლტიმ შეიმუშავა.

რაც შეეხება მაიკ ჰეივუდს, მან მოტორბოლებში გამოსვლა 1957 წელს დაწყო, როდესაც 17 წლის იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები