LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე McLaren F1 GTR იყიდება, რომლის ღირებულებამ შესაძლოა 35 მილიონ დოლარს გადააჭარბოს

107
1428x1428

RM Sotheby’s აუქციონის სახლი გასაყიდად გამოიტანს 1996 წლის McLaren F1 GTR-ს, რომელიც უნიკალურ მოდელად ითვლება თავისი ისტორიის, ტექნიკური სპეციფიკაციის, ექსკლუზიური დიზაინისა და მფლობელის გამო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ავტომობილის საბოლოო ფასი 35 მილიონ დოლარს გადააჭარბებს, რაც მას ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ McLaren-ად აქცევს.

McLaren F1 GTR-მა ავტოსპორტის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი 1995 წელს დაიკავა, როდესაც დებიუტშივე ლეგენდარული „ლე-მანის 24 საათიანი რბოლა“ მოიგო. მოდელის მხოლოდ 28 ეგზემპლარი შეიქმნა, ხოლო აუქციონზე გამოტანილი ავტომობილი ერთ-ერთია მხოლოდ ორი „მოკლე უკანა ნაწილის“ (Short Tail) პროტოტიპიდან და პირველია 1996 წლის სპეციფიკაციით აგებულ ცხრა ავტომობილს შორის.

სუპერქარს BMW-ის 6.1 ლიტრიანი V12 ძრავი აქვს, რომელიც დაახლოებით 600 ცხენის ძალას ავითარებს. ავტომობილი გამოირჩევა 1990-იანი წლების პოპ-არტის სტილის უნიკალური წითელ-ყვითელი შეფერილობით, გადიდებული წინა სპლიტერითა და მაგნიუმის შენადნობისგან დამზადებული მსუბუქი გადაცემათა კოლოფის კორპუსით, რამაც მისი წონა 38 კილოგრამით შეამცირა.

შასი 10R 1996 წლის „ლე-მანის“ საკვალიფიკაციო ეტაპზე McLaren-მა გამოიყენა, თუმცა თავად რბოლაში მონაწილეობა არ მიუღია. მოგვიანებით ავტომობილი საზოგადოებრივი გზებისთვის გადააკეთეს, ხოლო 1999 წელს ლოტი ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Pink Floyd-ის დრამერმა ნიკ მეისონმა შეიძინა. დღემდე ის სუპერქარის ერთადერთი კერძო მფლობელია.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი წლების განმავლობაში რამდენიმე ინციდენტში მოხვდა, ყოველი დაზიანების შემდეგ ის ქარხნული სპეციფიკაციების სრული დაცვით აღადგინეს, რაც მის საკოლექციო ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები