BMW X5 იტალიის ბაზარზე გასასვლელად ემზადება და სარეკლამო კამპანიისთვის საინტერესო ტესტ-დრაივი მოაწყო. ბრენდის ოფისმა მაროკოს უდაბნოში ლეგენდარული ტრასის “მონცას” ანალოგი შექმნა. ტრეკის ასლი 1:1 მასშტაბით შეიქმნა და მის გაკეთებას სპეციალისტებმა რამდენიმე კვირა მოანდომეს. 50 ინჟინერის, ტექნიკოსისა და პილოტისგან შემდგარმა ჯგუფმა ისტორიული ტრასის ყოველი მოსახვევი თუ დაბრკოლება იდეალურად გაიმეორა.