LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავტოამბები

მგზავრობის საფასურის გადახდისთვის QR კოდები ტაქსის მძღოლებს 22 მაისიდან გადაეცემათ

კახა კალაძის თქმით, მგზავრობის საფასურის გადახდის გამარტივების მიზნით შეთავაზებული სერვისის მიღებას A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, სურვილის შემთხვევაში, 22 მაისიდან შეძლებენ.

კალაძე: „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბის“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურებში ვიწრო ტურნიკეტები დაიდგმება

„ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ გადაადგილების დროს მგზავრებს შეფერხება არ ჰქონდეთ“ - ამბობს თბილისის მერი.

თუშეთის გზის პირველი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 5 პროექტზე, რაც გზის 39 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში, 43.6 მილიონი ლარია.

„ფიქს თბილისი“ – ინფრასტრუქტურის დაზიანებასთან დაკავშირებით აპლიკაცია ამოქმედდება 

თბილისის მერის თქმით, აპლიკაცია უნდა ამოქმედებულიყო პირველი მაისიდან, თუმცა Google play store-ისა და App store-ის ვერიფიკაციის პროცესის გამო, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, აპლიკაცია 15 მაისიდან ამოქმედდება.

ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი – კალაძე დეტალებს განმარტავს

ტაქსის მძღოლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, გადაეცემათ ბრენდირებული QR კოდები, რომლებიც განთავსდება ავტომობილების სკამების საზურგეებსა თუ სხვა ადგილებზე.

მავნე გამონაბოლქვისთვის სატრანსპორტო საშუალებები 100, 300 და 600 ლარით დაჯარიმდებიან – პარლამენტმა ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

დაგეგმილია 10 ეკიპაჟის შექმნა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს განახორციელებს: თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში.

თბილისის მერია 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს

კალაძის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გამართული ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

A კატეგორიის ტაქსების ნაწილს 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ – კახა კალაძე

როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.

„სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს“ – როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები წერეთლის გამზირზე

„18 აპრილიდან, წერეთლის გამზირსა და ე.წ. დიდუბის ხიდზე დავიწყეთ შესაბამისი ბარიერებით კონკრეტული სარეაბილიტაციო არეალის შეზღუდვა.“

წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია იწყება – რა მიმართულებით იზღუდება მოძრაობა

„სარეაბილიტაციო სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, მიმდებარე ქუჩებიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება“

რიკოთი კვლავ ჩაიკეტა – ქვათაცვენის გამო, მოძრაობა გზის გაწმენდამდე დროებით შეიზღუდა

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით“