საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ზოგადმა ქირურგმა, კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლის ონკოქირურგმა - იოსებ ლაჩაშვილმა ისაუბრა.
„როგორ უნდა ავირიდოთ გართულებები, როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია...“ აღნიშნულ თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის“ პულმონოლოგმა, თამარ არღანაშვილმა ისაუბრა.
როგორ მოვიქცეთ ბზიკის ნაკბენის დროს, შესაძლებელია თუ არა, ანაფილაქსიური რეაქციის თავიდან არიდება, რატომ იმატა ალერგიულმა რეაქციებმა, როგორ განასხვაოთ ალერგიული და ვირუსული სიმპტომები, ვის აქვს ასთმის განვითარების რისკი, რა ეფექტს გვაძლევს იმუნოთერაპია
ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ენდოკრინოლოგიური ცენტრის 4&8 წამყვანი სპეციალისტი, ექიმი-ენდოკრინოლოგი, ნანა კარტოზია და ხელმძღვანელი, მარიკა ბეგიაშვილი სტუმრობდნენ.
„რას წარმოადგენს პარაზიტოლოგია, როგორ ხდება ჰელმინთოზებით დაინფიცირება, როგორია კვლევის და მკურნალობის მეთოდები, რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ, აღნიშნული პრობლემის თავიდან ასარიდებლად“ - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის“ დირექტორმა, პროფესორმა, ექიმმა პარაზიტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა - ირმა კოკაიამ ისაუბრა
ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ მაია რუხაძე - მედიცინის დოქტორი, „ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი სტუმრობდა, რომელმაც ზაფხულის სეზონზე გავრცელებულ ალერგიებზე, ასევე კვებით ალერგიებზე, მწერების ნაკბენებზე, აღნიშნული პრობლემების სიმპტომებზე, საშიშროებასა და ალერგიების მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა. გადაცემის სტუმარმა ზაფხულის სეზონზე, მოგზაურობისას გასათვალისწინებელი არაერთი საინტერესო და საჭირო რეკომენდაცია გაგვიზიარა.
„რატომ არის მნიშვნელოვანი კურორტული მკურნალობა, რა პროცედურებს, აქტივობებს და შესაძლებლობებს გვთავაზობს კურორტი საირმე, როგორ დგება კონკრეტული პაციენტის მკურნალობის სქემა და რა არის სრულფასოვანი დასვენების საიდუმლო“ - აღნიშნულ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ კურორტ საირმეს პროდუქტების განვითარების მენეჯერმა - ელი ჩაკვეტაძემ ისაუბრა.
„დიაბეტი ბავშვთა ასაკში, მაპროვოცირებელი ფაქტორები და საყურადღებო სიმპტომები, პრობლემის მართვის და მკურნალობის მეთოდები“ - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს“ ენდოკრინოლოგიისა და დიაბეტის ცენტრის ხელმძღვანელმა - ნინო ხელაძემ ისაუბრა.