საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ურუგვაის დამარცხება ისედაც შედიოდა ჩვენს გეგმებში, თუმცა ბორჯღალოსნებმა ეს მშვენიერ სტილში მოახერხეს. სამხრეთამერიკელებმა წინა ტურში ფიჯი მოულოდნელად დაამარცხეს და ცოტა ფრთხილად ვიყავით და მეტოქის დაფასება ამის მერე ერთი ორად გაიზარდა. ასეა თუ ისე, ჩვენმა ბიჭებმა ეს ბარიერი ულაპარაკოდ გაიარეს.

5 ლელო ერთ მატჩში მსოფლიო თასზე – ასეთი რამ საქართველოს არასოდეს გაუკეთებია.

თავიდანვე ეტყობოდა რომ ქართველებს არა თუ მოგება, არამედ დამაჯერებლად და პრემიალური ქულით გამარჯვება უნდოდათ. ამიტომაც ჩვენები თავიდანვე მიაწვნენ მეტოქეს და დასაწყისშვივე დაწინაურდნენ.

თამაში ჩვენი უპირატესობით მიდიოდა, თუმცა მეორე ლელომდე ლოდინი მოგვიხდა.
აი ამის შემდეგ მეტოქე გააქტიურდა და ერთი გარდასახული ლელო მარტივად მივეცით.

სანდრო თოდუას და ოთარ გიორგაძის ლელოებით პირველი ტაიმი 12:7 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი კიდევ უკეთ ვითამაშეთ. ახალი დაწყებული იყო ტაიმი, როდესაც კიდევ ერთი ლელო დავდეთ. ამას მიყვა და მიყვა და მოწინააღმდეგეს აქეთ არაფერი გავაბედინეთ.
ლელოებმაც არ დაახანეს.

ლელოები ლევან ჩილაჩავას, ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი კვესელაძის ანგარიშზეა. გარდასახვებს კი ზუსტად თედო აბჟანდაძე ურტყამდა.

მომდევნო თამაში ოთხ დღეში გვიწევს ფიჯისთან, რომლის დამარცხება ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამ მსოფლიო თასზე.

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები