LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში სტრიპტიზიორები გაიფიცნენ და პროფესიული კავშირიც შექმნეს

114
32454

ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლუბში დასაქმებული სტრიპტიზიორები გაიფიცნენ და პროფესიული კავშირიც შექმნეს. Local10-ის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა აშშ-ს ისტორიაში როცა სტრიპტიზის მოცეკვავეები პროფკავშირში გაერთიანდნენ.

პოპულარული ლოკაციის Star Garden Topless Dive Bar-ის მოცეკვავეები უსაფრთხო სამუშაო პირობებისთვის 15 თვე იბრძოდნენ, მათ ასევე სურდათ ხელფასების გაზრდა და სამედიცინო დაზღვევა. თუმცა, ამ პირობებს კლუბის მეპატრონე არ თანხმდებოდა.

თუმცა, მაისის შუა რიცხვებში გოგონებს გარკვეული წინსვლა ჰქონდათ და პროფკავშირებში გაერთიანება შეძლეს.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქცევა სხვა სტრიპტიზიორებსაც გაუმარტივებს ცხოვრებას. მათ ეცოდინებათ თუ რომელი გზით უნდა წავიდნენ, თუკი თავის კლუბებში თავს დაჩაგრულად იგრძნობენ“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ყველაფერი გასულ წელს დაიწყო როცა, აგრესიული კლიენტების გამო რამდენიმე მოცეკვავეს პროტესტი გაუჩნდა და ისინი სამსახურიდან გაუშვეს. გათავისუფლებულ კოლეგებს გვერდში დაუდგნენ სხვა გოგონები და გაიფიცნენ. რამდენიმე თვიანი პროტესტის შემდეგ ბრძოლამ შედეგი გამოიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები