LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენზინისა და დიზელის ავტომობილებს კოპენჰაგენის მთელ ტერიტორიაზე აკრძალავენ

125
thumb_1024x663_electric-car

კოპენჰაგენში 2030 წლიდან ბენზინის და დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს აკრძალავენ. გარდა ამისა, ქალაქში გაჩნდება დამატებითი დასამუხტი სადგურები ელექტრომობილებისთვის, წერს the Mayor.

ამ გეგმას მხარი ადგილობრივმა პარლამენტმა დაუჭირა და ახლა ჯერი მთავრობაზეა. 2021 წელს მუნიციპალიტეტებმა უფლება მიიღეს ნულოვანი გამონაბოლქვის ცალკეული ზონები შემოეღოთ, თუმცა ამჯერად მთავრობას იმის გადაწყვეტა მოუწევს შესაძლებელია თუ არა ასეთ ზონად მთელი ქალაქის გამოცხადება.

ევროპაში მავნე გამონაბოლქვის მეოთხედი ტრანსპორტზე მოდის, ამასთან ავტომობილების წილი 70%-ს შეადგენს. 2050 წლისთვის კი გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე უნდა შემცირდეს, სხვადასხვა ინიციატივებიც სწორედ ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია.