LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს გზა მსოფლიომდე ვერ მიგვიყვანს: საქართველო ურთულეს ჯგუფში მოხვდა

80
aww7nqnvmdzd6brsvv2d

ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა და ჩვენი მეტოქეები იქნებიან – ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი და კოსოვო.

ურთულესი ჯგუფია და საქართველოს ნაკრების დონიდან გამომდინარე მუნდიალზე მოხვედრაზე წესით არც უნდა ვიფიქროთ, მაგრამ თამაში ალბათ ყველასთან შეიძლება. უბრალოდ, ეს არ არის ერთი კონკრეტული მატჩი და ხანგრძლივ ციკლში წარმატებულ გამოსვლას სტაბილურობა და ცოტა განსხვავებული მომზადება და განწყობა სჭირდება.

ესპანეთი და საბერძნეთი აქამდეც გვინახავს, შვედეთს კი პირველად შევხდებით, ისევე როგორც ევროპის ახალ წევრ კოსოვოს.

ესპანეთთან შესარჩევში მართალია ორივე თამაში წავაგეთ, სამაგიეროდ 2016 წლის ივნისში სტუმრად ამხანაგური მატჩი მოვუგეთ ოქრიაშვილის ერთდერთი გოლით.

ისე კი უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიო პირველობის შესარჩევ ტურნირზე ძალიან ცუდად გამოდის ხოლმე. 2012 წლის შემდეგ ამ ტურნირზე თამაში არ მოგვიგია, არადა 17 შეხვედრა ჩავატარეთ.

 

ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი
პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი

B ჯგუფი
ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო

C ჯგუფი
იტალია, შვეიცარია, ჩრდ. ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა

D ჯგუფი
საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ყაზახეთი

E ჯგუფი
ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი

F ჯგუფი
დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერების კუნძულები, მოლდოვა

G ჯგუფი
ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი

H ჯგუფი
ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა

I ჯგუფი
ინგლისი, პოლონეთი, უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან-მარინო

J ჯგუფი
გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი

 

 

მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება.

თარიღები

I ტური: 24-25 მარტი, 2021
II ტური: 27-28 მარტი, 2021
III ტური: 30-31 მარტი, 2021
IV ტური: 1-2 სექტემბერი, 2021
V ტური: 4-5 სექტემბერი, 2021
VI ტური: 7-8 სექტემბერი, 2021
VII ტური: 8-9 ოქტომბერი, 2021
VIII ტური: 11-12 ოქტომბერი, 2021
IX ტური: 11-13 ნოემბერი, 2021
X ტური: 14-16 ნოემბერი, 2021
პლეი ოფები: 24-25 და 28-29 მარტი, 2022

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს 13 ევროპული ნაკრები მიიღებს, აქედან 10 – ჯგუფის პირველადგილოსნებს ავტომატურად ერგებათ, მეორეადგილოსნები კი პლეი ოფში გადავლენ, სადაც მათ ახლახან დასრულებული ერთა ლიგის ჯგუფებში გამარჯვებულებს შორის საუკეთესო შედეგის მქონე ორი ნაკრები შეუერთდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები