LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს მოფრენილი ცხოველი სახლში უნდა დარჩეს: ცოლ-შვილთან მოსეირნე რონალდოს მაგრად გადაუარეს

101
2801519-57795390-2560-1440

პორტუგალიელმა პოლიტიკოსმა რაფაელ მასედუმ კრიშტიანო რონალდოს გადაუარა. “იუვენტუსის” ფორვარდი, რომელიც პანდემიის გამო მშობლიურ მადეირაზე დაბრუნდა, პაპარაცებმა ჯორჯინა როდრიგესთან და შვილებთან ერთად მოსეირნე დააფიქსირეს.

“მინდა, რომ ეს იტალიიდან ჩამოფრენილი ცხოველი სახლში დარჩეს. გაიტანეთ ეს მათხოვარი მადეირადან” – დაწერა მასედუმ ფეისბუქზე.
მოგვიანებით პოლიტიკოსმა სოცქსელებში ახალი ჩანაწერი გააკეთა, ბოდიში მოუხადა რონალდოს და თქვა, რომ ის გატეხეს.

“ეს პირველად არ ხდება, ყველა პაროლი უკვე შევცვალე. ბოდიშს ვუხდი რონალდოს. ამიერიდან პაროლს ყოველ კვირა შევცვლი. ჰაკერები ყველგან არიან, ფრთხილად იყავით. მეც ყურადღებით ვიქნები.
არასოდეს მივცემდი თავს უფლებას ასეთი სიტყვები მეთქვა. ყველას ბოდიშს ვუხდი, პირველ რიგში კი კრიშტიანოს და მის ოჯახს. მე მათით აღფრთოვანებული ვარ”, – ასეთია პოლიტიკოსის განმარტება.

 

 

რონალდო პორტუგალიაში რამდენიმე დღეში ჩავიდა მას შემდეგ, რაც “იუვენტუსში” დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა.

კრიშტიანოს სურდა დედის გვერდით ყოფილიყო, რომელმაც ინსულტი გადაიტანა.

31 მარტის მონაცემებით, პორტუგალაიში ვირუსით 71 ათასი ადამიანი დაინფიცირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები