LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფა ირანს ქალების სტადიონზე დაშვებას თხოვს

147
-108733375-gettyimages-975374276

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ირანის ხელისუფლებას მიმართა ქალები სტადიონზე დაუშვან.

„იმედი მაქვს, რომ ირანის ფედერაცია და ხელისუფლება გამოეხმაურნენ ჩვენს არაერთ მიმართვას დარეგულირდეს ეს მიუღებელი ვითარება.

არც ისე დიდი ხნის წინ მათ რამდენჯერმე დავუკავშირდი, ამჟამად ირანში ჩვენი დელეგაცია იმყოფება. მოუთმენლად ველი მათგან დადებით სიახლეებს.

ჩვენი პოზიცია ნათელი და მტკიცეა, ქალები უნდა დაუშვან სტადიონებზე.

გვესმის, რომ არის ნაბიჯები და პროცესები, სანამ ყველაფერი უსაფრთხოდ გაკეთდება, მაგრამ დადგა მომენტი, როდესაც სიტუაცია უნდა შეიცვალოს, ფიფა პოზიტიურ ცვლილებებს ელის ირანის ნაკრების ოქტომბრის საშინაო მატჩიდან“, – თქვა ინფანტინომ.

ირანის ნაკრები კამბოჯასთან საშინაო შეხვედრას 10 ოქტომბერს ჩაატარებს და ეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშია.

სექტემბერში ირანელმა ქალმა თავი მოიკლა, ის სტადიონზე არ შეუშვეს და ასამართლებდნენ, რადგან პუბლიკის წინაშე ჰიჯაბის გარეშე გამოჩნდა.

ქალებს ირანში მამაკაცთა სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ეკრძალებათ.

 

წადი ქალო სახლში: ირანში ჰოლანდიელი ფეხბურთელის ცოლი ტრიბუნიდან გააგდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები