LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წადი ქალო სახლში: ირანში ჰოლანდიელი ფეხბურთელის ცოლი ტრიბუნიდან გააგდეს

283
2670301-55228330-2560-1440

ჰოლანდიელი ფეხბურთელის ცოლი ქმრის თამაშს ფანჯრიდან უყურებდა. ის ტრიბუნებიდან გააგდეს. არც მიზეზს იკითხავთ და არც გაგიკვირდებათ, როდესაც გაიგებთ, რომ ეს ირანში მოხდა.

კევინ იანსენი ირანის კლუბ „გოლ გოხარ სირჟანში“ თამაშობს, მისმა ცოლმა კი ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა თუ კანონების გამო მატჩის ნახვა ტრიბუნებიდან ვერ მოახერხა.

ჟურნალისტმა პეჟმან რახბარმა აცნობა, რომ ქალი ვიპ ლოჟაში მივიდა, მაგრამ მატჩის შესვენებაზე უთხრეს, რომ ტრიბუნა უნდა დაეტოვებინა. მეორე ტაიმს ქალმა ოფისის ფანჯრიდან უყურა.

იანსენი ირანში ჰოლანდიური „კამბურიდან“ აგვისტოში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები