LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიტლერის სახლში ადამიანის უფლებებს ასწავლიან

121
Screenshot 2023-05-26 134537

ავსტრიაში ადოლფ ჰიტლერის სახლს, სადაც ის დაიბადა, ახალი დანიშნულება მოუძებნეს. BBC-ის ინფორმაციით, ისტორიულ შენობაში პოლიციელებისთვის ადამიანის უფლებების კურსებს ჩაატარებენ.

იმ სახლის ბედი, სადაც გერმანიის დიქტატორმა ახალგაზრდობის წლები გაატარა, საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში იყო კამათის საგანი. საბოლოო ჯამში კი ყველაზე ოპტიმალური ვერსია შეჯერდა.

გამოცემის ინფორმაციით, შემოდგომიდან სახლში რეკონსტრუქციას დაიწყებენ და მას პოლიციის განყოფილებად გადააქცევენ. სამუშაოები, სავარაუდოდ 2025 წლისთვის დასრულდება, 2026 წლიდან კი კურსების ჩატარება დაიწყება.

ექსპერტთა კომისია, რომელიც სახლის ბედს წყვეტდა, მისი დანგრევის ან მემორიალის გაკეთების წინააღმდეგი იყო.

სპეციალისტებმა ყველაზე სწორად მიიჩნიეს სახლის საზოგადოებრივ-საქველმოქმედო ან ადმინისტრაციული მიზნით გამოყენება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები