LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი ერთდროულად 7 ქალზე დაქორწინდა და გაჩერებას არც მომავალში აპირებს

118
12345

უგანდაში მცხოვრებმა 43 წლის ბიზნესმენმა ერთდროულად 7 ქალზე იქორწინა და ადგილობრივთა ყურადღების ცენტრში მოექცა. უჩვეულო ამბის შესახებ The Black Examiner წერს.

ჰაბიბ ნსიკონენეს ქორწილი 10 სექტემბერს იყო. ჯვრისწერის ცერემონიამდე მამაკაცმა საყვარელი ქალები სილამაზის სალონში გააგზავნა. შემდეგ სტუმრები და სიძე-პატარძლები დანიშნულების ადგილისკენ 40 მანქანითა და 30 მოტოციკლეტით გაემართნენ. ორმა აიშამ, რაშიდამ, ფატუმამ, შანიფამ, მარიამმა, ზაინამ და ჰაბიბმა ბეჭდები გაცვალეს და საზეიმო მსვლელობაც დაიწყო.

საქმრო ტრადიციული მრავალცოლიანი კაცის ოჯახში დაიბადა. მისი თქმით, ბაბუამისს 6 ცოლი ჰყავდა და ისინი ერთ სახლში ძალიან ბედნიერად ცხოვრობდნენ, ხოლო მამამისი ოთხ ცოლიანი იყო. აღსანიშნავია, რომ ჰაბიბმა მუსლიმანური წესი დაარღვია, რომლის მიხედვითაც მრავალცოლიანს ერთდროულად 4 ცოლზე მეტის ყოლა ეკრძალება.

მამაკაცის თქმით, მისი გადაწყვეტილება თითოეულ შეყვარებულთან მჭიდრო კავშირით აიხსნება, მომავალში კი დიდი ალბათობით ცოლების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები