LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა „სულების ბრძანებით“ უფროსის სახლს ცეცხლი წაუკიდა

46
Capture

აშშ-ში დააპატიმრეს კაცი, რომელმაც თავისი უფროსის მშენებარე სახლი დაწვა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

ფლორიდას შტატში მცხოვრები 54 წლის ტხან ხა მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოჩანაწერში ამოიცნეს. მამაკაცი ჯერ კიდევ აუშენებენ სახლთან ველოსიპედით მივიდა და შიგნით შეიპარა. როგორც ჩანს, მან სათვალთვალო კამერებიც შეამჩნია და ცდილობდა სახე ტანსაცმლით დაეფარა.

5 წუთის შემდეგ ის სახლიდან გამოიქცა და ტერიტორია სწრაფად დატოვა. მალევე შენობა ცეცხლის ალში გაეხვა.

დაკავების შემდეგ ამერიკელმა განაცხადა, რომ თავის ბოსთან არანაირი პრეტენზია არ აქვს და ხანძარი „სულების ბრძანებით“ გააჩაღა.

აღსანიშნავია, რომ განადგურებული სახლის პატრონმა თანამშრომელი ჩანაწერში თავად ამოიცნო და პოლიციას შეატყობინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები