LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაურიან ავტომობილებს სპეციალური კამერებით გამოავლენენ

102
loud-cars

კალიფორნიის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ახალ კანონპროექტს, რომელიც 2023 წლიდან „ხმაურიანი სატრანსპორტო საშუალებების“ ტერმინს დაამკვიდრებს. შტატში ამოქმედდება სპეციალური საგზაო კამერები, რომლებიც გამვლელი მანქანების დეციბელის დონეს ავტომატურ რეჟიმში გაზომავენ. ამ გზით შტატი ზედმეტად ხმაურიან ავტომობილებთან ბრძოლას გეგმავს. ამასთან, კანონდამრღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

კალიფორნია საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ თავისი მკაცრი კანონებითაა ცნობილი. შტატის ხელისუფლება აქტიურად ებრძვის მავნე გამონაბოლქვს და ცდილობს ელექტრომობილები მაქსიმალურად პოპულარული და მოთხოვნადი გახადოს. 1985 წლიდან კი მოქმედებს კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების დასაშვებ ხმაურს ეხება. ავტომობილებისთვის ეს 95 დეციბელია, მოტოციკლეტებისთვის – 80. ამასთან, ადგილობრივები სულ უფრო ხშირად ცდილობენ თავისი ავტომობილების მოდერნიზაციას, რათა მასაში გამორჩეულები იყვნენ. ხშირად კი ასეთი მოდერნიზაცია ხმაურსაც შეეხება, რომლის დონეც ყველა დასაშვებ ზღვარს აჭარბებს.

ახალი კანონპროექტის დამსახურებით, საქმეში საგზაო კამერები ჩაერთვებიან და დააფიქსირებენ ყველა იმ მანქანას, რომელიც ზედმეტად იხმაურებს.

სანქციების რაოდენობაზე კი ხელისუფლებაში ჯერ ისევ მსჯელობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები