LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini Aventador-ის შთამომავლის სიჩქარე ქალაქში 180 კმ/სთ-მდე შეზღუდეს

107
lamborghini

კომპანია Lamborghini-მ Aventador-ის შთამომავალზე ისაუბრა, მოდელზე რომელსაც 180 კმ/სთ-იანი საქალაქო რეჟიმი ექნება. სუპერჰიბრიდი, რომელიც ამ დროისთვის კოდური სახელწოდებით LB744-ითაა ცნობილი, გაუმჯობესებული ერთდროულად რამდენიმე საკითხში იქნება. უახლეს თიზერში იტალიურმა ბრენდმა ვირტუალური მოწყობილობათა პანელის გრაფიკა გამოაჩინა და სუპერქარი ელექტრონიკის მართვის 7 რეჟიმს მიიღებს – Recharge, Hybrid, Performance, Citta, Strada, Sport და Corsa.

სამი ახალი რეჟიმი Recharge, Hybrid და Performance 4 დანარჩენთან ერთად იმუშავებს. რეჟიმი Citta ან City, როგორც დასახელებიდანაც ჩანს ქალაქში კომფორტულად გადაადგილებისთვისაა განკუთვნილი. ამ შემთხვევაში ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 180 ცხენის ძალა იქნება, გამონაბოლქვი კი 0-მდე მცირდება. თუკი აკუმულატორი დაჯდება, მძღოლს შეუძლია რეჟიმი Recharge ჩართოს, რათა ენერგიის მარაგი რამდენიმე წუთში შეავსოს.

რაც შეეხება სხვა რეჟიმებს, რომლებიც Lamborghini-ს მეპატრონეებისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი, მაგალითად რეჟიმი Strada – 886 ცხელის ძალას გულისხმობს, რეჟიმი Sport – 907-ს. რაც შეეხება Corsa-ს ის ყველაზე გამორჩეულია და მაქსიმალური 1015 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები