LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini რიგებს და მოთხოვნას ვერ აუდის

108
Lamborghini რიგებს და მოთხოვნას ვერ აუდის

Lamborghini აჟიოტაჟურ მოთხოვნას და რიგებს ვეღარ აუდის. 2024 წლის სამი კვარტლის შეჯამებით შემოსავალი 20%-ითაა გაზრდილი , ხოლო კლიენტებისთვის გადაცემული ავტომობილების რიცხვი 8,6%-ით გაიზარდა. Lamborghini-ს სიახლეებზე იმხელა მოთხოვნაა, რომ მოლოდინის სია რამდენიმე წელზეა გადაჭიმული: Urus-ის ლოდინი დამკვეთებს 2025 წლის ბოლომდე მოუწევთ, revulto-ს კი 2027 წლამდე. კომპანიის ხელმძღვანელი ასეთ წარმატებას ბოლო პერიოდში სამოდელო ხაზის განახლებას უკავშირებს.

Lamborghini Urus ჰიბრიდულ სისტემაზე გადავიდა და ვიზუალურადაც შეიცვალა, მყიდველები აფგრეიდმა არ შეაშინა. კროსოვერი ცხოვრებისეული ციკლის მეორე ნახევარში იმყოფება და შეკვეთები იმდენად ბევრია, რომ კლიენტებს 2026 წლამდე მოუწევთ ლოდინი, ან არსებული მანქანებიდან უნდა აირჩიონ რამე და ზედმეტი თანხაც გადაიხადონ. ანალოგიური სიტუაციაა Revuelto-ზეც მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ რიგები 2027 წლამდე გაიწელება.

სუპერქარი Lamborghini Temerario-ს შეკვეთა სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, ამიტომ მასთან დაკავშირებით სტატისტიკა ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები