LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (20-26 იანვარი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4547
მიხეილ-ცაგარელი

მიხეილ ცაგარელის კვირის (20-26 იანვარი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

* ვერძი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ ინიცაიტივის გამოჩენას, მობილიზაციას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, თუმცა მეტი სიფრთხილის და თავშეკავების გამოჩენა გმართებთ ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა და არ გაიფუჭოთ რეპუტაცია. არაა გამორიცხული საკუთარი ინტერესების, პოზიციის დაცვა მოგიხდეთ არა მხოლოდ კოლეგებთან, არამედ მეგობრებთან და ოჯახის წევრეთან.

* კურო – მეტად ნაყოფიერი კვირაა, რადგან აუცილებლად მოიპოვებთ გავლენიან პირთა მხარდაჭერას, რაც თქვენს თვითშეფასებას, თვითრწმენას გააძლიერებს და პრობლემების წარმატებით დაძლევაშიც დაგეხმარებათ. თამამად შეგიძლით მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და განახორციელოთ ცვლილებები, რაშიც გაძლიერებული ენერგოტონუსი, სტაბილური ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობაც შეგიწყობთ ხელს. თუმცა, კვირის მეორე ნახევარში (24 იანვრიდან) მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რათა ზედმეტმა პირდაპირობამ ურთიერთობა არ გაგიფუჭოთ კოლეგებთან.

* ტყუპები – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ჩვეული კომუნიკაბელურობის გამოვლენას, რაც ძველი იდეების განხორციელებასა და ახალი გეგმების დასახვაში დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული მიიღოთ საინტერესო შეთავაზება ან მოიძიოთ ახალი სამსახური. მართალია, მეტად სასიკეთო კვირაა, მაგრამ მაინც გმართებთ სიფრთხილის გამოჩენა. აუცილებლად გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია და გულდასმით შეისწავლეთ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელზეც ხელს მოაწერთ.

* კირჩხიბი – მეტად დინამიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ინტუიცია კი, აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. კარგი პერიოდია იდეების განსახორციელებლად და ახალი კონტაქტების დასამყარებლად, მეგობრებთან და კოლეგებთან უთანხმოების მოსაგვარებლად და ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. თუმცა კვირის მეორე ნახევარში (24 იანვრიდან) მეტი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ ძველი საქმეების დასრულებაზე. არაა გამორიცხული სერიოზული კამათი მოგივიდეთ ოჯახის წევრებთან, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე და მეტი თავდაჭერა, რათა არ აჰყვეთ ემოციებს და უფრო მეტად არ დაძაბოთ ისედაც რთული სიტუაცია.

* ლომი – ჰარმონიული, მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. თამამად შეგიძლიათ გააქტიურდეთ, გამოიჩინოთ ინიციატივა და ღიად გამოთქვათ საკუთარი მოსაზრებები. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად, ძველი პროექტების გასახსენებლად და მათ განსახორციელებლად ახალი გზების მოსაძიებლად.

* ქალწული – სტაბილური იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, შეომისუნარიანობის, ორგანიზებულობის გამოვლენას და დასახული გეგმების სრულად შესრულებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, საქმიანი კონტაქტების და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად. თუმცა, კვირის მეორე ნახევარში, როცა დასუსტებულ ენერგოტონუსთან ერთად თვითრწმენაც შემცირდება, ძალიან გაგიჭირდებათ მართებული გადაწყვეტილებების მიღება. მართალია, გექნებათ პროფესიული ცვლილებების განხორციელების სურვილი, მაგრამ უმჯობესია მეტი იზრუნოთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სტაბილურობის მოპოვებას და თვითრწმენის დაბრუნებას.

* სასწორი – მეტად აქტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე, საგრძნობლად მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, მარტივად დაძლევთ ურთულეს პრობლემებს და იმედიანად დასახავთ სამომავლო გეგმებს. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გასაფორმებლად და საქმიანი კონტაქტების გასაფართოვებლად. თამამად შეგიძლიათ ჩაებათ საზოგადოებრივ და რეფორმატორულ საქმიანობაში, მოაწყოთ კულტურული და გასართობი ღონისძიებები.

* მორიელი – მეტ-ნაკლებად სასიკეთო იქნება კვირის პირველი ნახევარი. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, თუმცა, მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, რადგან ძალიან მაღალია ტრავმების და ავარიების ალბათობა. უსიამოვნებებია მოსალოდნელი პირად და საქმიან ურთიერთობაშიც, რადგან თქვენი ეგოიზმი და ამბიციურობა ბევრისთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელი აღმოჩნდება. იმოქმედეთ თავშეკავებით და ანგარიში გაუწიეთ როგორც ოჯახის წევრების, ისე კოლეგების და მეგობრების სურვილებს, არ ღირს ზედმეტი კრიტიკა, მოერიდეთ შენიშვნებს და სარკასტულ გამონათქვამებს.

* მშილდოსანი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად პოზიტიური კვირაა, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე არც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდებათ, არც სასიკეთო ცვლილებების განხორციელება. კარგი პერიოდია გარიგებების და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საჭირო ინფორმაციის მისაღებად, საქმიანი და პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. თუმცა, მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ საკუთარი ბიუჯეტის მიმართ, რათა ფუჭად არ გალანგოთ თანხა და არ შეიქმნათ პრობლემები. მოერიდეთ მსხვილი კაპიტალის დაბანდებას და სარისკო მოქმედებებს, რადგან ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება.

* თხის რქა – საინტერესო, მეტად ნაყოფიერი კვირაა. მართალია, ეტაპობრივად დასუსტდება ენერგოტონუსი, მაგრამ მაინც შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას და იდეების რეალიზაციას. მთავარია, გამოიჩინოთ ჩვეული ორგანიზებულობა და შრომისუნარიანობა. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანის შეხვედრების გასამართად და საქმიანი კონტაქტების გასაფართოვებლად, საკუთარ თავსა და ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებების განსახორციელებლად, არაა გამორიცხული მოინდომით სამსახურის შეცვლა ან ძველი ნაცნობების ახლით ჩანაცვლება. თამამდ გამოიჩინეთ ინიციატივა, ნუ იტყვით უარს თანამდებობის ან მაღალი სოციალური პოზიციის დაკავებაზე.

* მერწყული – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარება, მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. კარგი პერიოდია ახალი პროექტის დასწყებად და სამსახურის მოსაძიებლად, მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად და სარფიანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. მართალია, მოგიწევთ ძველი პრობლემების გადაწყვეტა, მაგრამ წინაღობების მიუხედავად, მაინც წარმატებით დაძლევთ ნებისმიერ სირთულეს.

* თევზები – მეტ-ნაკლებად სასიკეთო იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა გაძლიერებული ინტუიციის წყალობით მარტივად დაძლევთ რთულ პრობლემებს, თუმცა მეტი სიფრთხილის გამოჩენა მოგიწევთ კვირის მეორე ნახევარში, როცა დასუსტებული ენერგოპტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარება, ადვილად გაღიზიანდებით და დაკარგავთ წონასწორობას. მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას, რადგან თქვენი ფუსფუსი ნებისმიერ შემთხვევაში ფუჭი აღმოჩნდება და მხოლოდ გარშემომყოფთა ღიმილს გამოიწვევს. არ ღირს არც ახალი საქმის დაწყება, უმჯობესია დაასრულოთ ძველი პროექტები და შეასრულოთ ყოველდღიური ვალდებულებები, არ ენდოთ სხვებს და ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი.

* გეომაგნიტური დღეები – 21, 23, 24 და 25 იანვარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები