LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ ორსართულიანი ბორბლებიანი სახლი, რომელსაც ტერასაც კი აქვს

108
maxus

ჩინურმა ბრენდმა Maxus წარადგინა ახალი ფლაგმანი ბორბლებიანი სახლი, სახელად Everest. ავტო სახლი პლატფორმა Hongyan-ზეა აგებული და მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ორ სართულზე გადანაწილებული საცხოვრებელი ზონაა. ამ ზონის ფართობი 18 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ამასთან მას სახურავზე ტერასაც აქვს. ავტომობილის მინიმალური ღირებულება საშინაო ბაზარზე 2,9 მილიონი იუანიდან დაიწყება.

ავტო სახლის პირველ სართულზე სამზარეულო, დასასვენებელი ზონა და აბაზანაა განთავსებული. ზემოთ მდებარეობს მისაღები, საძინებელი და ტერასა. სახლის საბაზისო კომპლექტაციაშია წყლის გაცხელებისა და ფილტრაციის სისტემა, თბილი იატაკი, კონდიციონერი, ასევე წვრილი ტექნიკა და აუდიოსისტემა.

და ბოლოს, Everest მოძრაობაში 8,7 ლიტრის მოცულობის დიზელის აგრეგატს მოჰყავს, რომლის სიმძლავრეც 330 ცხენის ძალას შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები