LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენალტების გაფუჭების დღე: კეინი ყველაფრით იტანს, პოჩეტინომ როგორც იქნა მოიგო – ამბები მოკლედ

77
1296210502.0

ევროპაში შუა კვირაში სათასო მატჩები გაიმართა და ჩემპიონატის თითო-ოროლა გამოტოვებული მატჩები. მოხდა სენსაციებიც და სტატისტიკურად რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

ჰარი კეინმა პრემიერლიგის ისტორიაში მესამემ გაიტანა 25-25 გოლი თავით, მარჯვენა და მარცხენა ფეხით ფაულერისა და კოულის შემდეგ.

კეინმა ამ სეზონის 17 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი მისცა.

„ტოტენჰემმა“ 10 ქულა დაკარგა პრემიერლიგაში, როდესაც ანგარიში მიყავდა. მარტო „ბრაიტონსა“ და „შეფილდს“ აქვთ უფრო მეტი ქულა დაკარგული.

„სიტი“ არ აგებს ზედიზედ 14 მატჩია. მოგებების სერია 7 თამაშია.

რაჰიმ სტერლინგმა პრემიერლიგაში ზედიზედ მე-3 პენალტი ვერ გაიტანა. ასეთი რამ არ ყოფილა 2017 წლიდან.

ფოდენი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია 2016 წლის აპრილის შემდეგ, რომელმაც პრემიერლიგაში 10 გოლი გაიტანა.

ოიარსაბალმა 2015/16 წლების სეზონიდან მოყოლებული ყველა პენალტი გაიტანა. ის ლა ლიგის ყველა ფეხბურთელს შორის ლიდერია. თუმცა მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში გააფუჭა.

ფრენკი დე იონგმა მე-3 გოლი გაიტანა „ბარსაში“ კუმანის მოსვლის შემდეგ. სეტიენისა და ვალვერდეს დროს სულ 2 გოლი ჰქონდა.

გრიზმანმა „სოსიედადთან“ 11-მეტრიანების სერიაში პენალტი გააფუჭა. მას ზედიზედ 5 პენალტი აქვს გაცუდებული.

„ბაიერნი“ 17 წლის განმავლობაში პირველად გავარდა გერმანიის თასიდან მეორე ლიგის კლუბისგან.

მანუელ ნოიერმა 410-ე მატჩი ითამაშა “ბაიერნში“ და ამით მატეუსს დაეწია.

პოჩეტინომ პირველი ტროფეი მოიგო კარიერაში როგორც მწვრთნელმა, მან პსჟ-თან ერთად საფრანგეთის სუპერთასი აღმართა.

პსჟ-მ ზედიზედ მე-8 მოიგო ქვეყნის სუპერთასი დაამარცხა რა „მარსელი“ 2:1.

ნეიმარმა პსჟ-ში 19-დან 18 პენალტი გაიტანა. მას 80 გოლი დაუგროვდა 98 მატჩში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები