LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პსჟ ეპიცენტრშია: ნეიმარს რეალს აძლევს და თვითონ მოურინიოს ელაპარაკება – ამბები მოკლედ

86
rue9f0d86ee07

კრიშტიანო რონალდო: „მესი დამეხმარა უკეთესი გავმხდარიყავი, როგორც მე მას. აღფრთოვანებული ვარ მისი კარიერით“.

„ბარსელონა“ არ უშვებს არტურო ვიდალს „ინტერში“ იჯარით და მზადაა ფეხბურთელი გაყიდოს.

ფერნანდო ლორენტე მოლაპარაკებებს მართავს „ნაპოლისთან“ და „მანჩესტერთან“.

პსჟ მზად არის მიყიდოს ნეიმარი „რეალს“, „ბარსელონას“ კი არა.

კეილორ ნავასი ახლოს არის პსჟ-ში გადასვლასთან.

„ბარსელონას“ არ სურს რაკიტიჩის გაყიდვა და უარი შეუთვალა „იუვენტუსს“.

„რეალმა“ ოფიციალურად მისცა იჯარით 18 წლის იაპონელი კუბო „მალიორკას“.

„ლივერპული“ გეგმავს „ენფილდის“ ტევადობა 60 ათასზე მეტ ადგილამდე გაზარდოს.

ჟოზე მოურინიომ შესაძლოა პსჟ ჩაიბაროს.

„ინტერი“ ალექსისის სანჩესს წლიურად 4.5 მლნ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსებიც დაემატება.

„იუვენტუსს“ უნდა, რომ სერია ა-ს მატჩები ცოტა ადრე დაიწყოს, რათა აზიაში აუდიტორია გაიფართოვოს.

„ფიორენტინა“ მზად არის „სასუოლოს“ 32 მლნ ევრო გადაუხადოს დომენიკო ბერარდის სანაცვლოდ.

ვენსან კომპანი, რომელიც „ანდერლეხტში“ მოთამაშე-მწვრთნელის თანამდებობაზე მივიდა, 4 მატჩის შემდეგ უარი თქვა მსგავს კომბინაციაზე და მარტო გუნდის კაპიტნად დარჩა.
ამასთან, „სიტის“ ყოფილი კაპიტანი ინგლისში გამოსამშვიდობებელ მატჩს ითამაშებს, რომელშიც „სიტის“ ლეგენდები პრემიერლიგის ნაკრებს შეხვდებიან და რამდენიმე მოქმედი ფეხბურთელის გარდა (აგუერო, დევიდ სილვა, ბალოტელი) ძირითადად ძველი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები