LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავუხსნა შვილებს: ფლოიდის მკვლელობას სპორტული სამყარო საოცარი პროტესტით ეხმაურება

216
rue3b50013b0c

ბოლო დღეების მთავარი თემა აშშ-ში – 46 წლის ჯორჯ ფლოიდის სიკვდილია. 25 მაისს აფროამერიკელი მინეაპოლისის პოლიციამ დააკავა, რომელიც მაღაზიის გამყიდველმა გამოიძახა. ის დაეჭვდა, რომ ფლოიდმა ყალბი 20-დოლარიანი გადაიხადა. პოლიციელმა დერეკ შოვინმა ფლოიდი მიწაზე დააწვინა და მუხლი ყელზე დაადგა. ოფიცერმა ფლოიდი ასე 7 წუთით დაიჭირა.

ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვიდეო, სადაც ის არაერთხელ გაიძახის, რომ ვეღარ სუნთქავდა, უმალ გავრცელდა. ოთხი პოლიციელი მეორე დღესვე სამსახურიდან გააგდეს. რამდენიმე დღეში მთელ ქვეყანას საპროტესტო ტალღა მოედო. 29 მაისს შოვინი დააკავეს და მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. უწესრიგო მაინც გრძელდება.

აღშფოთებულია სპორტული სამყაროც.

 

ჯეიდონ სანჩომ “პადერბორნთან” გატანილი გოლის შემდეგ მაისური აჩვენა წარწერით: “სამართალი ფლოიდისთვის”.

მას თანაგუნდელი აშრაფ ჰაკიმიც შეურთდა და “შალკეს” ნახევარმცველი ეუსტონ მაკენი.

ფეხბურთი ყველგან არ დაბრუნებულა, ამიტომ ფეხბურთელები მხარდაჭერას სოცქსელებით გამოხატავენ. კილიან მბაპემ ტვიტი გამოაქვეყნა.

მას პოლ პოგბაც შეურთდა:
“ამას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს. არც ხვალ და არც ზეგ – ეს უნდა დამთავრდეს დღეს!”

 

ჯორჯო კიელინი ბოლო დროს ექსტრავაგანტულ ციტატებს აფრქვევს, მაგრამ ახლა გულიანი წერილი დაწერა:

“დროა საჭიროა ამ შოკიდან გამოსასვლელად, რასაც ასეთი მასშტაბის ძალადობა იწვევს. როგორ უნდა ავუხსნა ჩემ ქალიშვილებს რა მოხდა? სიმართლე ისაა, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ. პასუხი არ არის.
მხოლოდ ერთი კითხვაა: რატომ? როგორ მოხდა? რატომ მეორდება ისტორია? ვნახე ჰეშტეგები “შავების ცხოვრებას მნიშვნელობა აქვს”. ასეთი ჰეშტეგები არ უნდა იყოს. ყველას სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა. ყველა ბავშვის, ბიჭის, გოგონასი, ქალის და ადამიანის მსოფლიოში”.

პოლიციის მოქმედება დაგმო რიო ფერდინანდმაც.

საპროტესტო მიმართვებს შეურთდა ექტორ ბელერინიც.

 

ყველაზე მეტად მომხდარით აღშფოთებულები არიან ამერიკელი სპორტსმენები.

ლებრონ ჯეიმსმა განათავსა ფოტო, რომლის ერთ მხარეს ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელია, ხოლო მეორე მხარეს – “სან ფრანცისკოს” ექსმოთამაშე კოლინ კაპერნიკი. ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ, 2016 წელს დაიჩოქა აშშ-ს ჰიმნის შესრულებისას. მან ასე გამოხატა პროტესტი რასობრივი უთანასწორობის გამო. “ახლა გესმით! თუ ჯერ კიდევ ვერ გაიგეთ?” – დაწერა ლებრონმა.

მსგავსი ჟესტი გააკეთა გლადბახის “ბორუსიას” ფორვარდმა მარკუს ტიურამმა. ის გოლის შემდეგ ჩაიმუხლა: “არ სჭირდება ახსნა” – მიაწერა ფოტოს გუნდის ტვიტერმა.
საინტერესოა, რომ მარკუსის მამა ცნობილი ფეხბურთელი ლილიამ ტიურამია, რომელიც პოლიტიკაში წავიდა და მემარცხენე გახდა. ის ერთსქესიანთა ქორწინებას ემხრობოდა, იცავდა ფერადკანიანათა უფლებებს და ებრძოდა ზოოპარკებს. UNICEF-ის ელჩიც კი გახდა და რასიზმის წინააღმდეგ კამპანიას უჭერდა მხარს.

 

პროტესტს შეუერთდა მთელი “ლივერპული”. ფეხბურთელები “ენფილდის” ცენტრში ცალ მუხლზე დადგნენ. ფოტო კლუბის სოქსელებშიც ჩაუშვეს და თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ გვერდზეც გაავრცელა.

“ძალა ერთობაშა #BlackLivesMatters”

არიან ისეთებიც, რომლებიც ძალიან მკაცრები არიან და უწესრიგობას ამართლებენ.
მათ შორის თავად კოლინ კაპერნიკი. რისხვა დაატეხა თავს UFC-ის ჩემპიონმა ჯონ ჯონსმა.
“სან ხოსეს” ფერადკანიანი ფორვარდი ევანდერ კეინიც მოუწოდებს დისკრიმინაციის დაგმობისკენ.

 

 

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირიოსმა დაწერა: “ერთი ქვეყანა, ორი სისტემა”.
აქ საუბარია ფლოიდისა და დილან რუფის დაკავებაზე. ამ უკანასკნელმა 9 კაცი მოკლა, მაგრამ არ დაზარალებულა დაკავებისას.

ქალთა შორის ყოფილი პირველი ჩოგანი ნაომი ოსაკა მინეაპოლისში პროტესტს უერთდება. იაპონელი იმ მაღაზიასთან მივიდა, სადაც ფლოიდის დაკავება მოხდა, ახლა კი მემორიალი მოაწყვეს.
“თუ ეს თქვენ თავს არ ხდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ ხდება” – განაცხადა ჩოგბურთელმა.

ნაომიმ მარტინ ლუთერ კინგის ციტატაც გაავრცელა: “დგება დრო, როდესაც დუმილი ღალატი ხდება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები