LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი უნდა იყოს იდეალური საუზმე – რამდენიმე საინტერესო ფაქტი

104
Capture

საუზმე დღის დასაწყებად საუკეთესო გზაა.
მაშინ, როცა ზოგი ადამიანი საუზმეზე საერთოდ უარს ამბობს, ბევრისთვის ის ენერგიის მთავარ წყაროს წარმოადგენს.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ საუზმის სწორად შერჩევა არც თუ ისე მარტივია. პროტეინით, სასარგებლო ცხიმებითა და ცილებით სავსე პროდუქტი უნდა შეარჩიოთ, მავნე შაქარსა და სხვა დანამატზე კი უარი უნდა თქვათ.

სწორი არჩევანის გასაკეთებლად ეს სია დაგეხმარებათ:

1. კვერცხი
კვერცხი ძალიან მარტივი და სასარგებლო საუზმეა.
პროტეინით სავსე პროდუქტი, ადვილად მოსანელებელია, ნაკლებად კალორიულია და თან შიმშილის გრძნობასაც აქრობს.

2. ყავა
გაგიკვირდებათ და ყავა მნიშვნელოვანი საუზმეა. კოფეინი აუმჯობესებს განწყობას, ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს.
ყავის რეგულარული მოხმარება გულის დაავადებების, დიაბეტის და პარკინსონის გაჩენის რისკსაც კი ამცირებს.

3. შვრია
შვრია საუზმის კლასიკური ვარიანტია და ძალიან მაღალი კვებითი ღირებულება აქვს.
შვრია ქოლესტერინის დონეს ამცირებს და რკინის, B ვიტამინისა და სხვა სასარგებლო დანამატების წყაროს წარმოადგენს.

4. კენკრა
კენკრა – მოცვის, ჟოლოს, მარწყვისა და მაყვლის ჩათვლით – ძალიან გემრიელი და ანტიოქსიდანტებით გაჯერებული საუზმეა.

5. ხაჭო
ხაჭო ცილების შემცველი ფანტასტიკური საუზმეა. ის შიმშილის გრძნობას აქრობს, ნაკლებად კალორიული და ძალიან სასარგებლოა.

6. თხილი
ყველა სახის თხილი მდიდარია მაგნიუმით, კალიუმით და გულისთვის სასარგებლო ცხიმებით. თხილი ასევე ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროცაა.

7. მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი დამამშვიდებელი სასმელია, თუმცა დილით გაღვიძებასა და დღის დასაწყებად საჭირო ენერგიების მოძებნაშიც დაგეხმარებათ.
მწვანე ჩაი შეიცავს კოფეინს და ყავის მსგავსად მოქმედებს, სიფხიზლესა და სასიამოვნო განწყობაზეა პასუხისმგებელი.

8. ხილი
თუკი დილით მთლიანი კერძის მირთმევა არ გსურთ, მაშინ ხილი სცადეთ.
ხილის მისართმევად დილა საუკეთესო დროა, უამრავი ვიტამინითა და მინერალით სავსე საკვები ძალიან ჯანსაღი და სასარგებლო საუზმეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები