LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო და მესი „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტებში არიან, ნეიმარი და მოდრიჩი არა

74
messi

France Football-მა „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი დაასახელა. ხუთეულებს დღის განმავლობაში თანდათან აქვეყნებდნენ.

სადიო მანე („ლივერპული“, სენეგალი), სერხიო აგუერო („სიტი“, არგენტინა), ფრენკი დე იონგი („ბარსელონა“, ნიდერლანდები), უგო ლორისი („ტოტენჰემი“, საფრანგეთი), დუშან ტადიჩი („აიაქსი“, სერბეთი).

კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი („ლივერპული“, ინგლისი), დონი ვან დე ბეკი („აიაქსი“, ნიდერლანდები), პიერ-ემერიკ ობამეიანგი („არსენალი“, გაბონი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“, გერმანია).

კრიშტიანო რონალდო („იუვენტუსი“, პორტუგალია), ალისონი („ლივერპული“, ბრაზილია), მატეის დე ლიგტი („იუვენტუსი“, ნიდერლანდები) ქარიმ ბენზემა („რეალი“, საფრანგეთი), ჟორჟინიო ვეინალდუმი („ლივერპული“, ნიდერლანდები).

ვირხილ ვან დეიკი („ლივერპული“, ნიდერლანდები), ბერნარდო სილვა („სიტი“, პორტუგალია), სონი („ტოტენჰემი“, სამხრეთ კორეა), რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“, პოლონეთი), რობერტო ფირმინო („ლივერპული“, ბრაზილია).

ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა), რიად მარეზი („სიტი“, ალჟირი), კევინ დე ბრუინი („სიტი“, ბელგია), კალიდუ კულიბალი („ნაპოლი“, სენეგალი), ანტუან გრიზმანი („ბარსელონა“, საფრანგეთი).

მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“, ეგვიპტე), ედენ აზარი („რეალი“, ბელგია), მარკინიოსი (პსჟ, ბრაზილია), რაჰიმ სტერლინგი („სიტი“, ინგლისი), ჟოაო ფელიქსი („ატლეტიკო“, პორტუგალია).

 

ნომინანტებს შორის „ლივერპულის“ 7 ფეხბურთელია, 5 წარმომადგენელი ყავს „სიტის“ და 4 „ბარსელონას“.

სიაში ვერ მოხვდა „ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელი ხორვატი ლუკა მოდრიჩი. ასევე წელს ამ ჯილდოზე პრეტენზია არ ექნება ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს, ბრაზილიელ ნეიმარს.

მოდრიჩი „ოქროს ბურთის“ პირველი მფლობელია ბოლო 26 წლის განმავლობაში, რომელიც მომდევნო წელს ნომინანტებში ვერ მოხვდა. ბოლოს ასეთი რამ 1993 წელს იყო, როდესაც მარკო ვან ბასტენი ფინალისტებში ვერ მოხვდა, არადა 1992 წლის „ოქროს ბურთი“ მისი იყო.

საუკეთესო მეკარე, ახალგაზრდა და ქალი: France Football-მა პრეტენდენტები ჩამოთვალა

 

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2 დეკემბერს პარიზში, შატლეს თეატრში.

იქვე გადასცემენ ქალთა „ოქროს ბურთს“, პრიზს 21 წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელს და საუკეთესო მეკარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები