ფედერიკო ბერნადერსკიმ რონალდოს საუკეთესო რამ აჩუქა, რაც შეიძლებოდა რონალდოსთვის გეჩუქებინა – რონალდოს პორტრეტი.
„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა თავის პარტნიორს შობაზე უზარმაზარი პორტრეტი აჩუქა, რომელზეც პორტუგალიელი შავ-თეთრად არის გამოსახული.
სურათი ეკუთვნის მხატვარ მურანა ბილის. ამის შესახებ თავად აუწყა ინსტაგრამზე, რომ ეს ფედერიკოს საჩუქარია რონალდოსადმი. თავად კრიშტიანომ ფოტო პირად ექაუნთში გამოაქვეყნა და გულიც მიახატა.
ბერნადერსკი „იუვენტუსში“ 2017 წელს მივიდა „ფიორენტინადან“.
რონალდოს კი „ბებერ ქალბატონში“ ჩატარებულ 17 მატჩში 11+5 სტატისტიკა აქვს.