LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1558
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, იგი ამოქმედებას იწყებს 04:00-ზე და გასტანს 09:05-მდე. ამ პერიოდში, მძღოლებს და ქვეითად მოსიარულეებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, რადგან დუნდება ყურადღება, რაც შეიძლება, ტრავმების და ავარიების მიზეზი გახდეს.

დღეს და ხვალ მეტად მიაქციეთ ყურადღება ბავშვებს, განსაკუთრებით, ქუჩაში.

ადამიანებში მოიმატებს ინტუიცია.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სიფრთხილე გმართებთ გზაში, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, სარკასტულ გამოთქმებს, სულსწრაფობას, მშენებლობას, ყურების გახვრეტას, სისხლის გადასხმას.

დღე სასიკეთოა იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად, განცხადებებისთვის, უცხოელებთან კონტაქტისთვის, ტურისტული ლაშქრობისთვის, ექსკურსიებისთვის, ვარჯიშისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, ხელშეკრულების დადებისთვის, პრეზენტაციისთვის.

ჯანმრთელობა – დღეს შედეგიანია ფილტვების, ბრონქების, მხრების მკურნალობა. დღეს სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყის ძვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა, სასურველი არ არის.

საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ: კარტოფილი, ლობიო, ზღვის პროდუქტები, ისინი ძალიან კარგ ზეგავლენას მოახდენენ ორგანიზმის იმუნიტეტზე.  

მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ: ფირუზი, სარდიონი, ლაზურიტი, საფირონი, იაგუნდი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან გამოიყენეთ: წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერ, იისფერი. ისინი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები –  დღე დადებითია ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, შედარებით დაძაბულია ქალწულებისთვის და თევზებისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები