სამხრეთ კორეის ხელისუფლება ერთი წლის ვადაში მიიღებს კანონს, რომელიც ქვეყანაში ძაღლის ხორცის მირთმევას და გაყიდვას აკრძალავს. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

პოლიტიკოსებმა კანონპროექტის შექმნის მიზეზთან შორის რამდენიმე ფაქტორი გამოჰყვეს, პირველი – ის რომ სულ უფრო იზრდება იმ კორეელთა რიცხვი ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს და მეორე – მსგავსი პრაქტიკა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს აზიანებს. სწორედ ამიტომ, პოლიტიკოსები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ ძაღლის ხორცი 2024 წლისთვის აიკრძალოს.

შეზღუდვა მოიცავს ძაღლის ხორცით ვაჭრობასაც. გარდა ამისა, ძაღლებს შინაური საქონლის კატეგორიიდანაც ამოიღებენ. ხელისუფლება აპირებს, რომ დაეხმაროს იმ ფერმებს რომლებიც ამჟამად სწორედ ამ ბიზნესით არიან დაკავებული და კანონის მიღების შემდეგ საარსებო წყარო შეუწყდებათ. ფინანსური სუბსიდიები მათ საქმიანობის მშვიდად დაკეტვასა და ახალი სამსახურის დაწყებაში დაეხმარებათ.

სამხრეთ კორეაში ამჟამად 1150 ფერმაა სადაც ძაღლებს ხორცის მისაღებად ამრავლებენ, შესაბამის კერძებს კი სტუმრებს 1600-მდე რესტორანი სთავაზობს.

კატეგორიები: ამბები

მსგავსი თემები