LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში მყინვარი „პლედით“ დაფარეს და დნობას ასე გადაარჩინეს

33
hubert-neufeld-7s21xsxkxvk-unsplash

შვედებმა შეძლეს, რომ მყინვარი დნობისგან გადაერჩინათ. მათ ზაფხულის პერიოდში მწვერვალი სპეციალური ქსოვილით დაფარეს. უჩვეულო იდეამ გაამართლა, რადგან რომ არა „პლედი“ ყინულის საფარი 3 მეტრით მაინც შემცირდებოდა.

ასეთი ქსოვილი მზის სხივებს ირეკლავს და თერმოსის მეთოდით მუშაობს – შიგნით ყინული ხელუხლებელი რჩება.
მყინვარი ქსოვილით თავიდან ბოლომდე დაფარეს და კონსტრუქციის გასაჩერებლად ქვიშით სავსე ტომრები გამოიყენეს. მთელ ამ პროცესს 6 კვირა დასჭირდა. ზამთრისთვის „პლედს“ მოხსნიან და მის დემონტაჟსაც რამდენიმე კვირა დასჭირდება.

შვედეთი არ არის პირველი ქვეყანა, სადაც მყინვარების გადარჩენას ქსოვილების მეშვეობით ცდილობენ. პირველად ასეთი ტექნოლოგია იტალიაში გამოიყენეს. იქ ბუნების დამცველები ალპებს ჯერ კიდევ 2008 წლიდან ფარავენ.

სამწუხაროდ, ეს აუცილებელი ნორმა გახდა, რადგან მყინვარის დნობის ტემპი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მაღალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები