LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჩინეთში მიწაზე მოლივლივე ავტომობილს ცდიან

64
car

მფრინავ ავტომობილებზე მთელს მსოფლიოში აქტიურად მუშაობენ. საინტერესო პროექტებს ქმნიან როგორც დიდი კომპანიები, ასევე დამწყები სტარტაპები და როგორც წესი, პროტოტიპთა უმრავლესობა „მიწიერი“ ავტომობილებისგან განსხვავებულია.  ჩინური ჩენდუს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა კი სხვა გზით წასვლა გადაწყვიტეს. მათ ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილის ბაზაზე შექმნილი მოდელი ჰაერში 35 მმ-ზე ასწიეს და ამისთვის მაგნიტური გრავიტაციის პრინციპი გამოიყენეს. პირველი ფრენა ვიდეოზეა ასახული.

ასეთ ავტომობილს არა ფრთები, არამედ მძლავრი მაგნიტები აქვს. თუმცა, განსხვავებით სხვა მფრინავი ავტომობილებისგან, რომლებიც უზარმაზარ დრონებს გავს, ჩინურ ავტომობილს საფრენად სპეციალური, მაგნიტურ რელსებიანი გზა ესაჭიროება.

უნივერსიტეტის ანგარიშის მიხედვით, მთლიანობაში 8 „მოლივლივე“ ავტომობილი გამოცადეს, თითოეულის წონა 2,8 ტონა იყო. პროტოტიპთა უმრავლესობამ 200 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო, ერთი კი 230 კმ/სთ-მდეც გახურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები