LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წუთიერი დუმილი და შავი ლენტები: შაქარას თამაშის ფოტოები

6835
page

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობას უამრავი ადამიანი ეხმიანება და ყველა სიმართლის დადგენის მოლოდინშია. გიორგის დღეს დაკრძალავენ. სამძიმარი ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა, მათ შორის ბუნებრივია მისმა კლუბმა “საბურთალომაც”.

ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ ჩვენ, დაკარგა ფეხბურთმა, დაკარგა ქვეყანამ!
მუდამ ჩვენს გულებში იქნები შაქარ – წერია “საბურთალოს” ფეისბუქ გვერდზე.

ახალგაზრდა ფეხბურთელს პატივს მიაგებენ ეროვნული ჩემპიონატის კლუბები. პანდემიის შემდეგ დღეს საქართველოს პირველობა განახლდება. რიგით მესამე ტურის ყველა შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება, ამავდროულად ფეხბურთელები შავი ლენტებით ითამაშებენ. “საბურთალოსა” და “დინამოს” ფეხბურთელები კი თამაშის დაწყებამდე სპეციალურად დამზადებული შავი მაისურებით გამოვლენ…

“საბურთალოს” აკადემიის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, რომელიც ბოლოს “საბურთალო 2”-ში თამაშობდა, 4-დღიანი ძებნის შემდეგ მყვინთავებმა მისი ცხედარი წყალში იპოვეს…

ფოტოგრაფი გიორგი არჯევანიძე გიორგი თამაშის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები