LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია Flydubai-სთან ახალი მიმართულებების დამატებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

29

საქართველოს მთავრობა ახალი მიმართულებების დამატებაზე მოლაპარაკებებს ავიაკომპანია Flydubai-სთან აწარმოებს. ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, მეზობელი ქვეყნებიდან – თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ვიზიტორების მუდმივი ზრდა ფიქსირდება.

„კარგი ზრდა გვაქვს, ირანიდანაც და ეს ზრდა რამდენიმე ასეულ პროცენტს შეადგენს. ასევე კარგი ზრდაა არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან. ავიაკომპანია Flydubai, კვირაში სამჯერ დაფრინავს და სულ დატვირთულია. ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც ჩვენ თავის დროზე არა მხოლოდ არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებს მივეცით უვიზოდ შემოსვლის უფლება, არამედ იმ ხალხსაც, ვისაც მიღებული აქვს იქ მცხოვრების სტატუსი. ჩვენ ახლა ვსუბრობთ იმაზე, რომ Flydubai-მ არა მხოლოდ თბილისში, არამედ დანარჩენი მიმართულებითაც გაააფართოვოს თავისი გეოგრაფია“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები