LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამინდობის მიუხედავად, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში ყველა დაგეგმილი რეისი სრულდება

167
ქუთაისის-აეროპორტი-

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, უამინდობის მიუხედავად, ყველა დაგეგმილი რეისი სრულდება.  აეოროპოტების შეუფერხებლად მუშაობის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების პრესსამსახურებში ადასტურებენ.

მიუხედავად იმისა, რომ თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, დღის სხვადასხვა მონაკვეთში გართულებულია გადაადგილება კახეთის გზატკეცილზე, რომელიც თბილისის ცენტრალურ ნაწილს აეროპორტთან აკავშირებს, ყველა დაგეგმილი ფრენა შესრულდა.

“დასავლეთ საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ყველა დაგეგმილი რეისის მიღება და გაშვება შეძლო. მათ შორის, ბათუმის აეროპორტის 2 რეისისაც. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება ფრენების უსაფრთხო მიღება-გაშვებისთვის”, – აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

აეროპორტი პასუხობს მგზავრების პრეტენზიასაც, მოსაცდელ სივრცეებში სიცივის გამო შექმნილი დისკომფორტის შესახებ – უამინდობის გამო დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების გამო აეროპორტი მუშაობდა ავარიული დენის წყაროზე.

“ავარიული დენის წყარო არ არის გათვლილი 48-საათიან მუშაობაზე. რის გამოც ვერ ხერხდებოდა 30 ათას კვ. მეტრამდე ფართობის სრულად გათბობა. მგზავრებს ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. უკვე 1 საათია დენის ერთ-ერთი წყარო ჩაირთო და ტერმინალში ეტაპობრივად დათბა”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

 

წყარო: რადიო თავისუფლება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები