LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამინდობამ პანკისის ხეობაში პრობლემები შექმნა

173
უამინდობა ახმეტაში

უამინდობამ პანკისის ხეობაში პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა ხალაწნის ხევის ადიდება გამოიწვია.

დატბორილია სოფელ ხალაწანში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და ვითარებას ეცნობიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g