LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანიები ფრენის დროს ზრდიან

50

ავიაკომპანიები ფრენის დროს ზრდიან – მიზეზი კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებაა. მომხმარებელთა უფლებების დამცველმა ბრიტანულმა კომპანია “Which”-მა საინტერესო გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ ავიაგადამზიდები ჩაფრენის დროს არასწორად უთითებენ, რათა დაგვიანების კომპენსაციის გადახდა არ მოუხდეთ. ექსპერტთა დასკვნით, ავიაკომპანიები რეისების განრიგში საშუალოდ 20 წუთით აცდენილ დროს წერენ ხოლმე. ასევე გაირკვა, რომ ყოველი მე-6 რეისი იმაზე უფრო გრძელია, ვიდრე 10 წლის წინ იყო. საქმე ისაა, რომ თუკი ფრენა იგვიანებს მგზავრებს საკმაოდ სოლიდური კომპენსაციის – 500 ფუნტი სტერლინგის მოთხოვნის უფლება აქვთ, არასწორი დროის მითითებით კი ეს პრობლემა მარტივად გვარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები