ავსტრალია სეზონურად ადგილმდებარეობას იცვლის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის ცენტრის მასის ცვლილების გამო კონტინენტი ყოველწლიურად რამდენიმე მილიმეტრით წინ ან უკან იწევს.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის ცენტრი არის ე.წ. GPS სისტემა, რომელიც ექსპერტებს ამა თუ იმ ადგილის ზუსტი მდებარეობის დადგენაში ეხმარება. მისი ცვლილება კი დედამიწის ყველაზე პატარა კონტინეტს აქეთ-იქით გადაადგილებას აიძულებს. რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის მიხედვით, ავსტრალია უფრო დასავლეთით ან პირიქით უფრო აღმოსავლეთითაა გადახრილი.