დღეს როგორც მზე, ისე მთვარე იმყოფებიან მეტად ორგანიზებულ, დისციპლინირებულ, შეუპოვარ, ფრიად პრაგმატულ, მიზანსწრაფულ და მომთმენ თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში. აღნიშნული ასტროლოგიური ზეგავლენის შედეგად ეს ტენდენციები დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში უფრო მკვეთრად გამოვლინდება.
დღის რეკომენდაციები – ყველაფერი, რაც ხელს უშლის თქვენს განვითარებასა და წინსვლას, იქნება ეს ურთიერთობების თუ ნივთების კუთხით, სასურველია დღეს მოიშოროთ.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძვლოვანი სისტემა, სახსრები და მუხლები. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
მოერიდეთ ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღებას, სიმძიმეების აწევასა და მკვეთრ მოძრაობებს. ასევე არასასურველია პიგმენტური ლაქების მოშორება.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელს უწყობს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და სარემონტო სამუშაოებს. ამავე დროს მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ხელმძღვანელებთან და გავლენიან პირებთან ურთიერთობებს, ვაჭრობასა და გაცვლითი ოპერაციების წარმოებას. არასასურველია ქორწინება, ახალი კავშირების დამყარება და ახალი თანამშრომლის მიღება სამსახურში.
დღე სასიკეთოა მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისთვის, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისთვის, სარესტავრაციო სამუშაოების წარმოებისა და კოლექციების შეგროვებისთვის.
დღის მინერალები და ფერები – ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე და ნაცრისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ქალწულისა და თევზების ნიშნებზე. შედარებით ნეგატიურია ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.