LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში ორნიშნა სანომრე ნიშანი 1,7 მილიონ დოლარად გაყიდეს

168
ავსტრალიაში ორნიშნა სანომრე ნიშანი 1,7 მილიონ დოლარად გაყიდეს

ავსტრალიაში 1,7 მილიონ დოლარად გაიყიდა სანომრე ნიშნა – ციფრი „20“. „ლამაზი“ ნომერი ვიქტორიას შტატშია გაცემული. სპორტული გამოცემების ვარაუდით, ნომრის ასეთი ღირებულება იმ ფაქტით აიხსნება, რომ ის შტატის ერთ-ერთი პირველი სარეგისტრაციო ნიშანია და ასევე არც თუ ისე მრავალრიცხოვან ორნიშნა ნომრებს შორის ერთ-ერთია.

 როგორც წესი, ავსტრალიაში „ლამაზ“ სანომრე ნიშნებს ლეგალურად ყიდიან. განსაკუთრებული პოპულარობით კი კოლექციონერებში ის ნიშნები სარგებლობს, რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის წინაა გამოცემული. სწორედ ასეთი გახდა რამდენიმე დღის წინ გაყიდული ლოტიც. მთლიანობაში ვიქტორიას შტატში 90 ორნიშნიანი სარეგისტრაციო ნომერია გაცემული და მრგვალი რიცხვი მათგან მხოლოდ ცხრამ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები