LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიელები კრაშ-ტესტებში წყალს დაამატებენ

39
crashtest

ავსტრალიურმა დამოუკიდებელმა ასოციაცია ANCAP-მა კრაშ-ტესტის ჩატარების წესში ცვლილება შეიტანა. როგორც Autoblog იტყობინება, მომავალი წლის იანვრიდან ახალი სავალდებულო ეტაპი – წყალქვეშა დაემატება. ასეთი ტესტის ფარგლებში ექსპერტები შეამოწმებენ, თუ რამდენად რთულია წყალში ჩაძირული მანქანიდან გამოღწევა. უმაღლესი შეფასების მისაღებად ავტომობილმა „შესაძლებელია გამოღწევა“ უნდა დაიმსახუროს.

კრაშ-ტესტის ასეთი ეტაპი ავსტრალიისთვის ძალიან აქტუალურია, რამეთუ ის წყლითაა შემორტყმული და მსგავსი ინციდენტებიც ხშირად ხდება. როდესაც მანქანა წყლის ქვეშ აღმოჩნდება, წნევა კარების გაღებას ართულებს, სალონში მყოფ ადამიანებს როგორც წესი, პანიკა იპყრობთ და შედეგიც საკმაოდ სავალალოა.

ANCAP-ის ტესტის ფარგლებში კი მგზავრებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ კარებიცა და ფანჯრებიც მაქსიმუმ 10 წუთის განმავლობაში გახსნან. თუკი ავტომობილი ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მწარმოებელმა ალტერნატიულ გზებზე უნდა იფიქროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები