LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში ჰიტლერის სახლის რეკონსტრუქცია დაიწყეს

134
189d8f4751b728176c15569ab4b11a3b

ავსტრიის ქალაქ ინის ბრაუნაუში დაიწყეს იმ სახლის გადაკეთება, რომელშიც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა. ინფორმაციას ამის შესახებ i24news-ი ავრცელებს.

რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ ისტორიულ შენობას პოლიციის დეპარტამენტად გამოიყენებენ. ასევე შეიქმნება უსაფრთხოების აკადემიის ფილიალიც.

ბრაუნაუში მდებარე სახლი 2011 წლიდან 2016 წლამდე ცარიელი და უფუნქციო იყო. საქმე ისაა, რომ მისი მაშინდელი მეპატრონე გერლინდა პომერი მთავრობისგან საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციას ითხოვდა.

საბოლოო ჯამში ქალის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მას 810 000 ევრო გადაეცა და შენობა ავსტრიის საკუთრებაში გადავიდა. 2019 წელს კი ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სახლს პოლიციის დეპარტამენტად გადააკეთებდნენ, რათა მისთვის საჭირო ფუნქცია შეეძინათ. შემდეგ იყო პანდემია და სამუშაოები მხოლოდ ახლა განახლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები