LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში მარტოხელა ადამიანებს საშობაოდ მეგობრის პოვნაში დაეხმარებიან

134
csm_header_weihnachtsfeiern_wint

ავსტრიაში მარტოხელა ადამიანებს შობისთვის კომპანიონს აპოვნინებენ. ამისათვის მოაწყობენ სპეციალურ წვეულებებს, გახსნიან ცხელ ხაზს, შექმნიან ჩატს, წერს გამოცემა krainer huette.

საშობაო წვეულებები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება. იქ მისვლა 24 დეკემბრის საღამოს ყველა მსურველს შეეძლება. შეკრების ადგილი ტაძრები და საზოგადოებრივი ცენტრები იქნება. იმ ადამიანებისთვის ვინც წვეულებაზე მისვლას დამოუკიდებლად ვერ მოახერხებს და ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტს გამოიყენებს, ტრანსფერები იქნება გათვალისწინებული.

ვენაში მარტოხელა პენსიონერები სადღესასწაულო საღამოებზე ადგილობრივ კლუბებსა და მოხუცებულთა სახლებში მიიწვიეს. მათთვის მთელი რიგი გასართობი პროგრამა და ჩაის სმაა დაგეგმილი.

სხვადასხვა სოფლებში მოეწყობა მამების შეკრებებიც. იმ მამების რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ოჯახისგან შორს არიან და თავს მარტოდ გრძნობენ.

მთელი ავსტრიის მასშტაბით იმუშავებს ცხელი ხაზი. მისი მეშვეობით ყველა მსურველი, რომელიც თავს მარტოდ იგრძნობს, მოხალისესთან საუბარს შეძლებს. კომუნიკაცია შესაძლებელი იქნება სპეციალური ჩატის მეშვეობითაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები